Thursday, August 30, 2012

ძია ფედია..

რა ადგილი უჭირავს ძია ფედიას ჩემ ცხოვრებაში...?....ვერ გეტყვით..რადგან ისე ყველგანააა..ქუჩაში რომ მივდივარ ვფიქრობ..აი იქ ხესთან რომ გოგო დგას ნეტა რომელი წიგნის პერსონაჟი იქნებოდა...ნეტა როგორ აღწერდა მას დოსტოევსკი...არვიცი..ალბათ ცოტა გავიგიჟდი..:))

  ჩემს ლიტერატურის ლექტორს ვუთხარი დოსტოევსკი თითქმის ყველა წიგნი 1 წელში წავიკითხეთქო..გადაირია ქალი..მისმა შვილმა კი მკითხა: ”თავის მოკვლა არ გინდებაო..”:)) არა არ მინდება...პირიქით სიცოცხლე მინდება...სიცოცხლე მიადვილდება რადგან ბევრს ვსწავლობ მისი წიგნებიდან..
არ მიყვარს ბიოგრაფიების კითხვა....ამიტომ ბევრი ცნობა არ მაქვს დოსტოევსზე..და სიმართლე გითხხრათ არც მაინტერესებს....რადგან მისი წიგნები საკმარისია რომ ვიცნობდე მას და მაბედნიერებდეს თავისი არსებობით....
 რომელი წიგნი მიყვარს ყველაზე მეტად...?--------”დანაშაული და სასჯელი”...მომავალში დავილაპარაკოთ ამ წიგნზე და მის სიდიადეზე<3...შემდეგ მოდის ”ძმები კარამაზოვები”..”იდიოტი”...”ეშმაკნი”...”დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი”..”ბიძიას სიზმარი”...მაგრამ წინ კიდევ დიდი სიამოვნება მელის...”მოთამაშის” ”საწყალი ადამიანების” და ”მკვდარი სახლის ჩანაწერების” სახით:)

No comments:

Post a Comment