Thursday, August 30, 2012

ძია ფედია..

რა ადგილი უჭირავს ძია ფედიას ჩემ ცხოვრებაში...?....ვერ გეტყვით..რადგან ისე ყველგანააა..ქუჩაში რომ მივდივარ ვფიქრობ..აი იქ ხესთან რომ გოგო დგას ნეტა რომელი წიგნის პერსონაჟი იქნებოდა...ნეტა როგორ აღწერდა მას დოსტოევსკი...არვიცი..ალბათ ცოტა გავიგიჟდი..:))

  ჩემს ლიტერატურის ლექტორს ვუთხარი დოსტოევსკი თითქმის ყველა წიგნი 1 წელში წავიკითხეთქო..გადაირია ქალი..მისმა შვილმა კი მკითხა: ”თავის მოკვლა არ გინდებაო..”:)) არა არ მინდება...პირიქით სიცოცხლე მინდება...სიცოცხლე მიადვილდება რადგან ბევრს ვსწავლობ მისი წიგნებიდან..
არ მიყვარს ბიოგრაფიების კითხვა....ამიტომ ბევრი ცნობა არ მაქვს დოსტოევსზე..და სიმართლე გითხხრათ არც მაინტერესებს....რადგან მისი წიგნები საკმარისია რომ ვიცნობდე მას და მაბედნიერებდეს თავისი არსებობით....
 რომელი წიგნი მიყვარს ყველაზე მეტად...?--------”დანაშაული და სასჯელი”...მომავალში დავილაპარაკოთ ამ წიგნზე და მის სიდიადეზე<3...შემდეგ მოდის ”ძმები კარამაზოვები”..”იდიოტი”...”ეშმაკნი”...”დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი”..”ბიძიას სიზმარი”...მაგრამ წინ კიდევ დიდი სიამოვნება მელის...”მოთამაშის” ”საწყალი ადამიანების” და ”მკვდარი სახლის ჩანაწერების” სახით:)

მე-ხატია....

  ვინ ვარ მე?.... ავტობიოგრაფიას ნამდვილად ვერ დაგიწერთ..(ლიტერატურული უნიათობის გამო),მაგრამ მოკლედ დავახასიათებ ჩემს თავს...მე ხატია ვარ ნებულიშვილი...დღეს 21 წლის გავხდი...მიხარია თუ არა ეს?..არვიცი ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა 21-ის ვიქნები 20-ს თუ 6 წლის მთავარია რომ ცოცხალი ვარ,ვსუნთქავ ჰაერს (ამჟამად ჩახუუთულ ჰაერს) და ხშირ შემთხვევაში მიხარია სიცოცხლე...
  გადავიდეთ ისევ მშრალ ინფორმაციაზე:  მე წელს დავამთავრე უნივერსიტეტი..ანგლისტი ვარ...შემდეგ ზაფხულში მაგისტრატურის გამოცდების ციებ-ცხელება გადავიტანე ახლა კი შიდა გამოცდებს ველოდები 5-6 სექტემბერს...:) ვაპირებ რომ ინგლისური ლიტერატურის მაგისტრი გავხდე:)
    მყავს მშობლები ძმა და რძალი:):) ბებიები ბაბუები და სხვა უამრავი ნათესავი..(ყველაზე მეტად ოჯახი მაბედნიერებს და მეგობრები)...
    არასოდეს მყვარებია და არც ამჟამად მიყვარს...თავისუფალი ვარ..ადრე თითქოს მაწუხებდა ეს მაგრამ ახლა ვტკბები თავისუფლებით..მოვა სიყვარული მოვა..თუ არ მოვა და მაინც ბედნიერი ვარ<3
   მწამს ღმერთის.. მაგრამ არ მიყვარს და მეშინია ფანატიკოსების... ათეისტების არ მეშინია და არც უსიყვარულობას განვიცდი მათ მიმართ...რადგან მე სწორედ ის მაბედნიერებს რომ ღმერთი არსებობს და ეს სიყვარული მაცოცხლებს..მათ კი ეს სიყვარული არა აქვთ და თუ არ უნდათ ვერც მივცემთ:)
    როგორი ხასიათი მაქვს? (როგორც ჩემი მეგობრები იტყვიან) რთული არა ვარ.....ურთულესი ვარ...ხან უზომოდ გიჟ-ცანცარა ვარ..ხან კი უჟმური...<3:)) ადრე ცოტა არ იყოს და დაკომპლექქებული ვიყავი..ახლა უფრო თავისუფალი ვარ...
   მიყვარს კითხვა....თეატრი..და ხეტიალი (წანწალური სული მაქვს):))
მიყვარს თავისუფალი..ლაღი და განათლებული ადამიანები...
არ იყვარს უკულტურო ადამიანები..
არ მიყვარს საჭმლის კეთება... (საცოდავი ჩემი ქმარი):))
მინდა მყავდეს ბევრი შვილი...განსაკუთრებით ბიჭი...იოაკიმს დავარქმევდი:)..გოგოს-ელენეს..
ჩემი ქმარი მოიარულე ”საოცრება” უნდა იყოს...თორე ისე ვერ შეძლებს ჩემს შეყვარებას...
თუ რამე გამახსენდა ჩემს თავზე მომავალში დავწერ..ახლა კი დროებით მემგონი ესეც საკმარისია...რათა გაიგოთ ვისთან გაქვს საქმე:):):):)